WE HANDCRAFT TOURS FOR YOU

გაინებივრეთ თავი თვალწარმტაცი ხედებით და ისარგებლეთ შანსით, შეიგრძნოთ მოგზაურობით გამოწვეული სიამოვნება.

„რედიქს თრეველი“ საქართველოში დაფუძნებული ტურისტული კომპანიაა. ჩვენ გთავაზობთ  მოგზაურობის ახლებურ ხედვას და  სხვადასხვა ტიპის ტურებს  ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, რომელთაგან თითოეული თქვენი გემოვნების, მოთხოვნილების, ცხოვრების განსხვავებული სტილის, სურვილების და, რაც ყველაზე მთავარია,  ინდივიდუალურობის გათვალისწინებითაა შექმნილი. თქვენ მოინახულებთ ახალს ან თავიდან აღმოაჩენთ უკვე ნანახ და კარგად შესწავლილ ადგილებს; მოგზაურობისგან  დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ... თუმცა, თუ ჩვენს მომსახურებას აირჩევთ, თავად დარწმუნდებით, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სასწაულისა, რომელიც წინ გელით.

იმოგზაურეთ მთელ მსოფლიოში ჩვენთან ერთად. თქვენ მხოლოდ ისიამოვნეთ, ნებისმიერ სხვა საკითხს კი ჩვენ მოვაგვარებთ. გვერწმუნეთ, ეს შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ.

ჩვენი პრიორიტეტი, ბიზნესის წარმართვის  და კლიენტებთან ურთიერთობის საფუძველი პარტნიორობა, ხარისხზე ორიენტაცია და მუდამ საინტერესო სიახლეების ძიებაა. 

FILL THE FORM
Adult
Child
Infant
SEND REQUEST